უკან დაბრუნება

გვერდის ძველი ვერსია. ახალი მზადების პროცესშია


იმედის კლინიკა

პაციენტისა და ახალშობილის მიმართ კეთილგანწყობილი სამშობიარო სახლი


www.imediclinic.com


-პროფესიონალიზმი და დახვეწილი სერვისი

- ჯანსაღი ბავშვი და უსაფრთხო დედობა
- ხელმისაწვდომობა და სრული პატრონაჟი
- უახლესი ტექნოლოგიები და მიდგომები
- ინდივიდუალური სამშობიარო ოთახები
- ნოვაციები და თანამედროვე მიდგომები
- უმაღლესი ხარისხის მომსახურება
- კეთილგანწყობილი გარემო

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

დაფუძნდა და ფუნქციონირება დაიწყო 2005 წლის 21 სექტემბრიდან.
2011 წლის 7 იანვრიდან სათავეს იღებს ახალი სამშობიარო სახლი დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე.
,,იმედის კლინიკა” სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სამშობიარო სახლში ათასობით ახალშობილი დაიბადა.
კლინიკის პერსონალის პროფესიონალიზმი, თანამედროვე ტექნიკა, სამშობიარო სახლის სერვისების გამართულობა, პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა კეთილგანწყობაზე ორიენტირებული  მენეჯმენტი - ,,იმედის კლინიკას” სულ უფრო პოპულარულს ხდის, რისი დასტურია თითქმის ყოველდღიურად მზარდი მომართვიანობის რაოდენობა

 

სამშობიარო სახლში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: 

 

- საოპერაციო ბლოკი
- სამშობიარო განყოფილება
- მელოგინეთა განყოფილება
- ობსერვაციული განყოფილება
- ნეონატოლოგიური განყოფილება
- ანესთეზიოლოგიური განყოფილება
- ორსულთა პათოლოგიის განყოფილება
- ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილება

- ქალთა კონსულტაცია
- კლინიკური ლაბორატორია
- ჰომეოპათიის კაბინეტი
- კოლპოსკოპიის  კაბინეტი
- რადიოლოგიის კაბინეტი
- რეპროდუქტოლოგიის კაბინეტი
- კარდიოტოკოგრაფიის კაბინეტი
- კონსერვატული გინეკოლოგიის განყოფილება

,,იმედის კლინიკა” წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბაზას

,,იმედის კლინიკაში” ფუნქციონირებს ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას პაციენტთა და მათი ოჯახის წევრების უფლებები, უზრუნველყოს პაციენტთათვის კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი გარემოს შენარჩუნება

 


www.imediclinic.com


   

  

                           

                            

                            

 

იმედის კლინიკაში” ფიზიოლოგიური მშობიარობის ღირებულება 690 ლარს შეადგენს (სრული სერვისი).

ორსული თავსდება ინდივიდუალურ სამშობიარო ოთახში.

ამავე ოთახში ხდება მშობიარობა და ახალი სიცოცხლის მოვლინება. სწორედ ამ ოთახში დაბადებული ბავშვი პირველად იგრძნობს დედისა და მამის მზრუნველობას, უდიდეს ბედნიერებას და ოჯახურ სიმყუდროვეს..  

 

 


www.imediclinic.com


ორსულობის რომელ კვირაზე უნდა დავდგე აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში?

სასურველია 7-8 კვირის ვადაზე.

რა საბუთები უნდა ვიქონიო ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგომის მომენტში?

საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

როგორ და როდის უნდა ავიღო ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმიფო ვაუჩერი?

ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერის გაცემა არმოებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, სადაც უნდა წარადგინოთ ,,იმედის კლინიკაში” აღებული ფორმა 100, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ექოსკოპიის დასკვნა ორსულობის ვადის დასადასტურებლად. გახსოვდეთ, სახელმწიფო ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ 12 კვირის ვადის ორსულობის ჩათვლით

როგორ უნდა მივხვდე, რომ მშობიარობა მეწყება?

მშობიარობის დაწყების უმთავრესი მახასიათებელია მუცლის არეში რეგულარული, მოვლითი ხასიათის ტკივილების დაწყება. ტკივილს უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, პაუზები ტკივილებს შორის, როგორც წესი 4-5 წუთს შეადგენს

რა უნდა მქონდეს თან სამშობიაროდ თქვენთან მოსვლისას?

პირადი მოხმარების საგნები, მეძუძური ქალის ლიფი, ჰიგიენური საფენები

რა არის საჭირო ახალშობილისთვის?

,,იმედის კლინიკის” ნეონატალური განყოფილება უზრუნველყოფილია ახალშობილისათვის საჭირო ყველა ნივთით.
იმე შემთხვევაში, თუ თქვენი ნივთების მოტანას მაინც გადაწყვეტთ - დაგჭირდებათ:
- პლედი
- ბოდი
- შარვალი
- წინდა (ბუნებრივი მასალის)
- ქუდი
- გარედან ჩასაცმელი სამოსი
გაყვანის დღეს დაგჭირდებათ ახალშობილის ტანსაცმელი

ექნებათ თუ არა საშუალება ჩემს მეუღლეს და ოჯახის წევრებს დაესწრონ მშობიარობას?

ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეუძლია დაესწროს მხოლოდ მეუღლე.
საკეისრო კვეთის ოპერაციაზე თანმხლები პირის დასწრება არ არის მიღებული. თქვენს ახლობლებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვთ ეკრანის საშუალებით ადევნონ თვალი საკეისრო კვეთის ოპერაციის მიმდინარეობას

მშობიარობის შემდგომ დაახლოებით რამდენი დღე მომიწევს თქვენთან ყოფნა?

4-5 დღე

აქვთ თუ არა ახლობლებს მელოგინეობის პერიოდში ჩემი და ახალშობილის ნახვის უფლება?

ახლობლებს თქვენი ნახვა შეუძლიათ მელოგინეობის პერიოდში ყოველდღე 18.00 საათიდან 21.00 საათამდე. ახალშობილის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ მელოგინეთა განყოფილების დამცავი მინიდან ან კლინიკის ფოიეში დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით
თქვენს ახლობლებს საშუალება აქვთ უყურონ ახალშობილს სახლიდან გაუსვლელად ჩვენს საიტზე ,,იმედის კლინიკის” LIVE ტრანსლაციის საშუალებით

გარდა მშობიარობისა და მელოგინეობის პერიოდისა, რა სახის მომსახურებას ითვალისწინებს ღირებულება?

ღირებულება ასევე ითვალისწინებს: კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევებს, მედიკამენტებს (საჭიროების შემთხვევაში), მელოგინის თეთრეულს, სამჯერად კვებას, კომფორტულ ორადგილიან პალატას
ახალშობილისთვის - ჩასაცმელს, პამპერსებს და ახლაშობილისათვის გათვალისწინებულ იმუნიზაციას.

მოქმედებს თუ არა თქვენთან დაზღვევა და კონკრეტულად რომელ სადაზღვევო კომპანიებთან გაქვთ ურთიერთობა. თუ დაზღვეული ვარ - როგორ ვისარგებლო მომსახურებით?

,,იმედის კლინიკაში” მოქმედებს შემდეგი სადაზღვევო კომპანიების დაზღვევა:
- ტაო
- იმედი L
- ჯი-პი-აი ჰოლდინგი
- ირაო
- პსპ
- გეო ჰოსპიტალი
- ალფა
- უნისონი

თუ თქვენ ხართ აღნიშნულ კომპანიათაგან ერთ-ერთში დაზღვეული და გსურთ ,,იმედის კლინიკაში” ამბულატორიული (ლაბორატორია, ექოსკოპია, ექიმის კონსულტაცია და ა.შ.) მომსახურების ჩატარება დაზღვევით, ამისთვის თქვენი სადაზღვევო კომპანიიდან უნდა მოიტანოთ მომართვა იმის შესახებ, რომ იმ პროცედურებს რომელთა გავლა გსურთ გინაზღაურებთ სადაზღვევო კომპანია. აგრეთვე, შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ ჩვენთან და შემდეგ აინაზღაუროთ სადაზღვევო კომპანიაში. ეს წესი მოქმედებს იმ სადაზღვევო კომპანიების მიმართაც, რომელთა პროვაიდერებიც არ ვართ.
რაც შეეხება სტაციონალურ მომსახურებას (მშობიარობა, გინეკოლოგიური ოპერაციები) - ,,იმედის კლინიკაში” შემოსვლისას ექიმს შეატყობინებთ თქვენი დაზღვევის შესახებ, ჩვენ გაგიმზადებთ შესაბამის საბუთს, რომელიც საგარანტიო წერილის მისაღებად უნდა წაიღოთ სადაზღვევო კომპანიაში. საგარანტიო წერილში მითითებულია ის თანხა, რითაც გაზღვევთ სადაზღვევო კომპანია

 

ჩვენი ნოვაციები 

 

,,იმედის კლინიკა” ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანია სერვისის განსაკუთრებული ხელმისაწვდომობა, ეფექტური მხარდაჭერა და უსაფრთხო დედობის უზრუნველყოფა

 

   ,,იმედის კლინიკის” ონლაინ საინფორმაციო ცენტრი

- თუ შეკითხვა გაქვთ და გსურთ გაიგოთ პროფესიონალის მოსაზრება
- გაინტერესებთ ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული სამედიცინო და საორგანიზაციო საკითხები
- გსურთ ჩაეწეროთ ვიზიტზე ,,იმედის კლინიკაში” ან ჩვენი კლინიკის ცალკეულ სპეციალისტთან
- მიიღოთ ინფორმაცია ფასებისა და სერვისების შესახებ
- მიიღოთ დროული ინფორმაცია ,თქვენი ახლობლის შესახებ, რომელიც მოთავსებულია ,,იმედის კლინიკაში” (მელოგინე, ოპერაციის შემდგომი პერიოდი)

მიმართეთ ,,იმედის კლინიკის” ONLINE საინფორმაციო ცენტრს - სამუშაო დღეებში 10.00-დან - 18.00-მდე


ასევე, შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ SKYPE-ს მეშვეობით. ამისთვის, დააკლიკეთ ქვემო ბანერს (გთხოვთ, იქონიეთ მიკროფონი და ყურსასმენი

 

 

ონლაინ ჩაწერა ,,იმედის კლინიკაში” ვიზიტზე 

 

- ჩაწერა დიაგნოსტიკაზე

- ჩაწერა დავით კობეშავიძესთან (,,იმედის კლინიკის” დირექტორთან)

- ჩაწერა ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დასადგომად       

- ჩაწერა ორსულობის პატრონაჟზე შემდგომი მშობიარობით

- ჩაწერა გინეკოლოგიურ დარღვევაზე

 

იმედის კონსულტანტი

თუ თქვენ აირჩევთ პროექტს ,,იმედის კონსულტანტი” -ამით არანაკლებ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავთ - ,,იმედის კლინიკის” ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვის მომენტიდანვე თქვენ მიიღებთ პატრონაჟის, მეთვალყურეობის, კონსულტირებისა და მხარდაჭერის სრულ სერვისს:

იმედის კონსულტანტი გაგიწევთ სრულ პატრონაჟს

- უზრუნველყოფს თქვენი ,,იმედის კლინიკაში” ვიზიტების ორგანიზებას - სპეციალისტებთან და დიაგნოსტიკურ კაბინეტებში თქვენს მოხვედრას დამღლელი რიგებისა და დროის ხარჯვის გარეშე
- ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ ყველა სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაციის დაუბრკოლებელ მომზადებას და ამ კუთხით თქვენი ოჯახის მაქსიმალურ მხარდაჭერას
- თქვენი უფლებების  დაცვას ,,იმედის კლინიკაში”

 

იმედის კონსულტანტი ,,იმედის კლინიკისსაიტზე გაგიხსნით პირად გვერდს, რომლის საშუალებით:

- სახლიდან გამოუსვლელად მიიღებთ სპეციალისტების კონსულტაციებს
- მიიღებთ პასუხებს თქვენთვის სასურველ შეკითხვებზე
- მიიღებთ სრულ ინფორმაციას თქვენთვის აქტუალურ თემებზე
- ონლაინ რეჟიმში მიიღებთ ანალიზების, ექოსკოპიის და სხვა პასუხებს

 

პირადი იმედის კონსულტანტი გაგიხსნით ,,იმედის ყულაბას” სადაც შეგეძლებათ ეტაპობრივად შეიტანოთ თანხები, რომელსაც გამოიყენებთ ,,იმედის კლინიკაში” ორსულობის პერიოდში და მშობიარობის ხარჯების დასაფარად

 

იმედის კონსულტანტი აამოქმედებს სმს და ელ-ფოსტით შეტყობინებების სერვისებს:

- წინასწარ შეგატყობინებთ ვიზიტების დღეს და საათს
- მოგწერთ კვლევის შედეგებს
- შეგატყობინებთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას და ა.შ.

 

იმედის კონსულტანტი უზრუნველყოფს HELP სერვისის ამოქმედებას, რაც გულისხმობს:

- ორსულის და მისი ოჯახის წევრის მხარდაჭერას ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევების განეიტრალების მიზნით
- კონსულტირებას ცხოვრების ჯანსაღი წესის გარშემო
- ორსულისთვის და ნაყოფისთვის მართვადი რისკ-ფაქტორების განეიტრალებისთვის საკონსულტაციო მხარდაჭერა
- ორსულის, ოჯახური ურთიერთობების, ორსულობისთვის რისკის შემცველი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის განეიტრალებისათვის საფუძვლების შექმნას

 


www.imediclinic.com


იმედის გზა 

რა არის პროექტი ,,იმედის გზა”?

,,იმედის გზა” არის საქართველოში ნოვაციური პროექტი, რომელიც სრულ პატრონაჟს უწევს ახალგაზრდა ქალებს - ოჯახის შექმნამდე და დაორსულებამდე

- თინეიჯერი გოგონები
- ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ჯერ გათხოვებას არ აპირებენ
- ახალგაზრდა ქალები, რომლებმაც უკვე იპოვეს გულისწორი და დღე-დღეზე გათხოვდებიან

სწორედ ეს ჯგუფებია, რომლებსაც ,,იმედის კლინიკის” პრევენციის ცენტრი სთავაზობს სამედიცინო-პროფილაქტიკურ მომსახურებას (როგორც ერთჯერადად, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობის აქცენტით)

მშობელთა სკოლა ონლაინში

სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკაყველა მომავალ მშობელს სთავაზობს უპრეცედენტო პროექტს ,,ონლაინ მშობელთა სკოლისმომსახურებას

,,ონლაინ მშობელთა სკოლა” ორსულს აძლევს სრულ ინფორმაციას თუ როგორი ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ფეხმძიმობის დროს, როგორ ვითარდება ნაყოფი, როგორ უნდა იკვებოს ორსული სწორად, რომ ნაყოფი განვითარდეს ნორმალურად. აქ მომავალი დედები კარგად გაიაზრებენ თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს მავნე ჩვევები ნაყოფზე, ასევე, გაეცნობიან თუ როგორი უნდა იყოს სქესობრივი ცხოვრება ამ პერიოდში, საშუალება მიეცემათ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ მშობიარობაზე და მშობიარობის დროს გაუტკივარებაზე, ასევე ახალშობილის მოვლის პრინციპებზე და ა.შ.

მშობელთა სკოლის ონლაინ სალექციო კურსის გავლის შემდეგ ორსული იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული და ფსიქოლოგიურად მომზადებული მშობიარობისათვის და ახლაშობილის მოვლისთვის

როგორც მოგახსენეთ, ჩვენთან ,,მშობელთა სკოლა” ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ უყუროთ და მოუსმინოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციებს:
- სახლიდან გაუსვლელად
- თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს
- ყოველგვარი დანახარჯების გარეშე

სულ ონლაინ მშობელთა სკოლა 6 სალექციო გადაცემისგან შედგება:

1 ორსულობის პირველი ტრიმესტრი
2.ორსულობის მეორე ტრიმესტრი
3.ორსულობის მესამე ტრიმესტრი  
4. მშობიარობა  
5.ახალშობილის მოვლა

 

პროექტი ,,დაათვალიერე და დარწმუნდი”


ყოველ მეორე შაბათს შეგიძლიათ მობრძანდეთ ,,იმედის კლინიკაში” და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, შეხვდეთ სპეციალისტებს, დაათვალიეროთ კლინიკა.

პროგრამა ,,დაათვალიერე და დარწმუნდითქვენთვის ითვალისწინებს:

- სპეციალისტებთან გასაუბრებას (მშობიარობის მეთოდები, პირობები, ბავშვის მოვლა, ჰიგიენა)

- კლინიკის დათვალიერებას (ამბულატორია, ინდივიდუალური სამშობიარო ოთახები, მშობიარობის შემდგომი პალატები, ახალშობილთა განყოფილება, სასადილო)

 

უყურეთ თქვენს ახალშობილს სახლიდან

ყოველდღე, თქვენთვის სასურველ დროს - 

ყოველდღიური და ოცდაოთხსაათიანი პირდაპირი ეთერი მიმდინარეობს ,,იმედის კლინიკის” LIVE ტრანსლაციის საშუალებით

ოჯახის წევრს საშუალება აქვს უყუროს თავის ახალშობილს სახლიდან გაუსვლელად.

 

იმედის კლინიკის LIVE ტრანსლაცია 24 საათის მანძილზე 

 

- უყურე ახალშობილს სახლიდან თქვენთვის სასურველ დროს
-დისტანციური კონსულტაცია პირდაპირ ეთერში, პასუხები თქვენს კითხვებზე
- ,,იმედის კლინიკის” პროფესიონალები - ორსულობა, მშობიარობა, გინეკოლოგია
- ONLINE მშობელთა სკოლა ორსულებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის
- აქტუალური თემების ნაკრები, სიახლეები, პოზიციები
- საავტორო საინფორმაციო-გასართობი გადაცემებით
- საინტერესო თემები - სექსი, ოჯახი, ურთიერთობა, სიჯანსაღე, რელაქსაცია

 

ქალთა კონსულტაცია

 

სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკა” ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას, რასაც ანაზღაურებს სახელმწიფო.
შესაბამისად, ამ პროგრამის ფარგლებში, ორსულისთვის 4 ვიზიტი უფასოა.
იმისათვის რომ ორსულმა ისარგებლოს სახელმწიფო ვაუჩერით აუცილებელია მისი გესტაციის ვადა არ აღემატებოდეს 13 კვირას.
სახელმწიფო ვაუჩერის აღება ხდება საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.  აუცილებელია ორსული სამინისტროში წარსდგეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, ულტრაბგერითი გამოკვლევის დოკუმენტითა და ,,იმედის კლინიკის” ფორმა ნომერი 100 -ით.

აბულატორია კაბინეტები

 

 

აღებული ვაუჩერით ორსული დგება აღრიცხვაზე ,,იმედის კლინიკის” ქალთა კონსულტაციაში და საშუალება აქვს ისარგებლოს ვაუჩერით გათვალისწინებული სამედივინო მომსახურებებით:


პირველი  ვიზიტი - 13 კვირის ორსულობის ვადამდე - ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებას:

- მეან-გინეკოლოგის კონსულტცია
- თერაპევტის კონსულტაცია
- სისხლის საერთო ანალიზი
- შარდის საერთო ანალიზი
- სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით
- B ჰეპატიტის დიგნოსტიკა (სისხლის შრატი/პლაზმა)  სწრაფი და მარტივი მეთოდით
- აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატი/პლაზმა) სწრაფი/მარტივი მეთოდით
- სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
- საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.

მეორე  ვიზიტი - ორსულობის 18-20 კვირაზე - ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებას:

- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად)

მესამე  ვიზიტი - ორსულობის 30-32 კვირაზე - ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებას:

- მეან-გილეკლოგის კონსულტაცია
- ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში
- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 34-36-38 კვირაზე - ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებას:

- მეან-გინეკოლოის კონსულტაცია
- ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში
- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში

ორსულთა საყურადღებოდ!

- ვაუჩერით (უფასოდ) ვიზიტი უნდა განახორციელოთ არა უგვიანეს 13 კვირისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერი ჩაითვლება ძალადაკარგულად
- ვაუჩერით (უფასოდ) შემდგომი (მეორე, მესამე, მეოთხე) ვიზიტები ასევე უნდა განახორციელოთ შესაბამის ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერის მოქმედება არ ვრცელდება და უფასო მომსახურება არ გაგეწევათ

საჭიროა თუ არა ქალთა კონსულტაციაში ოთხზე მეტი ვიზიტის განხორციელება?

შესაძლებელია დაგჭირდეთ. ამას თქვენი და ნაყოფის მდგომარეობის მიხედვით გადაწყვეტს ქალთა კონსულტაციის გინეკოლოგი

მშობიარობა ,,იმედის კლინიკაში”

ინდივიდუალური სამშობიარო ოთახი

 

ფიზიოლოგიური მშობიარობა 

შედგება სამი პერიოდისგან

პირველი პერიოდი
ე.წ. საშვილოსნოს ყელის გახსნის პერიოდი. იწყება რეგულარული სამშობიარო მოქმედების დაწყებიდან საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე და გრძელდება საშუალოდ 8-10 საათი

მეორე პერიოდი
ანუ, გამოძევების პერიოდი - იწყება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნიდან ვიდრე ნაყოფის გამოძევებამდე და საშუალოდ 1-2 საათის ხანგრძლივობისაა

ესამე პერიოდი
ე.წ. მომყოლის გამოძევების პერიოდი - ნაყოფის დაბადებიდან მომყოლის გამოძევებამდე, ეს პერიოდი საშუალოდ 30-60 წუთი გრძელდება

ამდენად, ფიზიოლოგიური მშობიარობა პირველი მშობიარობისას 10-12 საათი, ხოლო განმეორებით მშობიარეებში 2 საათით ნაკლები დროით გრძელდება.

ამთავითვე უნდა ვაღიაროთ, რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ გააჩნია არც დედის და არც ახალშობილის ჯანმრთელობისათვის.
მაშ ასე, დაგეწყოთ რეგულარული სიხშირით მოქმედება და შემობრძანდით ჩვენი სამშობიაროს სამეანო მიმღებში. სამეანო გასინჯვის შემდეგ თქვენ თავსდებით ინდივიდუალურ სამშობიარო ოთახში. ერთი შეხედვით ეს ოთახი მოგაგონებთ საუკეთესო მოსასვენებელ ოთახს. მაგრამ, ეს ოთახი უცბად გადაიქცევა სამშობიარო ბლოკად, რომელშიც მშობიარობის პირველი პერიოდის ფიზიოლოგიურად მსვლელობისთვის ყველა აუცილებელი პირობა და ხელსაწყოა.

თქვენ უყურებთ ტელევიზორს, სადაც აუცილებელი ინფორმაციის დემონსტრირება ხდება.
მშობიარობის შემსუბუქების მიზნით, მეუღლის დახმარებით აკეთებთ ბურთზე ვარჯიშს, საჭიროების შემთხვევაში მიმართავთ ე.წ. შვედურ კედელს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ექიმი-ანესთეზიოლოგი აუტკივარებს მშობიარობას.
თუ ძალიან შეგაწუხათ მეანისა და ბებია-ქალის ყურადღებამ - ნუ დაუყვავებთ, ისინი თავის მოვალეობას ასრულებენ.

დგება მშობიარობის მეორე პერიოდი და უცბად თქვენი კომფორტული საწოლი ასევე კომფორტულ სამშობიარო სავარძლად გადაკეთდება.
იწყება მშობიარობა, რომელსაც ესწრებიან ექიმი მეან-გინეკოლოგი, ექიმი ნეონატოლოგი და ბებია-ქალი.
დაბადებისთანავე ახალშობილს გარკვეული დროით თქვენ დაგიწვენენ და ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება სითბური ჯაჭვი

 

ოპერაციული მშობიარობა 

ოპერაციული მშობიარობა აერთიანებს: საკეისრო კვეთას, სამეანო მაშებს და ვაკუუმ-ექსტრაციას.

საკეისრო კვეთის დროს განაკვეთი კეთდება განივად, მუცლის ნაკეცში. ოპერაციის ბოლოს კანზე აუცილებლად ედება კოსმეტიკური ნაკერი.

საკეისრო კვეთის დროს გამოიყენება სპინალური და ეპიდურალური გაუტკივარება, რომლის დროსაც პაციენტი საღ გონებაზეა, თუმცა ვერანაირ ტკივილს ვერ აღიქვამს.

საკეისრო კვეთის ხანგრძლივობა საშუალოდ 1 საათია. ოპერაციის შემდგომ, პაციენტი თავსდება ინტენსიური თერაპიის პალატაში. სამშობიაროში მისი დაყოვნების დრო საშუალოდ 5 დღეა.

 

მელოგინეთა განყოფილება

 

ანესთეზია 

 

შეიძლება იყოს ადგილობრივი და ზოგადი.

ადგილობრივი ანესთეზია

ადგილობრივ ანესთეზიას მიეკუთვნება ინფილტრაციული ანესთეზია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უშუალოდ ექიმი მეან-გინეკოლოგი და აგრეთვე ეპიდურული და სპინალური ანესთეზია, რომლებსაც აკეთებს ექიმი-ანესთეზიოლოგი.

ზოგადი ანესთეზია

ზოგადი ანესთეზია, იმის მიხედვით, რა გზით შედის ორგანიზმში საანესთეზიო ნივთიერება, შეიძლება იყო:

- ინტრავენური, როდესაც მედიკამენტი შედის ვენაში და პაციენტი იძინებს.
- ინჰალაციური, როდესაც ანესთეტიკი ხვდება პაციენტის ორგანიზმში ჩასუნთქვის გზით და აძინებს.
- კომბინირებული, როდესაც საანესთეზიო საშუალება ორგანიზმში ხვდება ერთდროულად რამოდენიმე  გზით

ფიზიოლოგიური მშობიარობის გაუტკივარება

ფიზიოლოგიური მშობიარობა შეიძლება გაუტკივარდეს, როგორც ზოგადი ანესთეზიით (ინტრავენური და ინჰალაციური), აგრეთვე, ეგრეთ წოდებული ეპიდურული ანესთეზიით.
ზოგადი ანესთეზიის დროს საანესთეზიო საშუალება მშობიარის ორგანიზმში შედის ინტრავენურად ან ინჰალაციურად და იწვევს პაციენტის დაძინებას, ამით მიიღწევა გაუტკივარება.

აღსანიშნავია, რომ ეს მედიკამენტი გადის ე.წ პლაცენტარულ ბარიერში და ხვდება ნაყოფის სისხლში, რაც თავისთავად მოქმედებს ნაყოფზეც და ახალშობილი შეიძლება დაიბადოს ამა თუ იმ მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ (მედიკამენტურ დეპრესიაში).

ამისგან განსხვავებით ე.წ  ეპიდურული ანესთეზიის დროს, მშობიარეს არ ძინავს, მაგრამ ტკივილს არ გრძნობს. ეპიდურულ სივრცეში შეყვანილი საანესთეზიო ნივთიერებები არ ახდენენ მოქმედებას ნაყოფზე და ახალშობილი იბადება დეპრესიის გარეშე.

ხშირად პაციენტს აქვს შეკითხვა უსაფრთხოა თუ არა ეპიდურული გაუტკივარება, შეიძლება თუ არა მანიპულაციის დროს დაზიანდეს ზურგის ტვინი?

გიპასუხებთ, რომ ეპიდურული ანესთეზია არის უსაფრთხო როგორც დედისთვის, აგრეთვე ბავშვისთვის.

ზურგის ტვინის დაზიანება არის გამორიცხული, რადგან ზურგის ტვინი მთავრდება გულმკერდის XII ან წელის I მალის დონეზე, ჩვენ კი პუნქციას ვაკეთებთ წელის II-III, III- IV ან IV-V მალებს შორის, ანუ 8-12 სმ-ის დაშორებით ზურგის ტვინიდან.

 

 

ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა? ეს კითხვა დღეს ძალზე აქტუალურია ორსულისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ,,იმედის კლინიკისდირექტორის, ბატონი დავით კობეშავიძის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით

                                            

 

მშობიარობა ყველა ქალისთვის დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესთან ასოცირდება, ამიტომ ბევრი მათგანი ბავშვის გაჩენას საკეისრო კვეთის ოპერაციით ამჯობინებს. საინტერესოა რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთას და რატომ სჯობია ამ გზას ბუნებრივი მშობიარობა?
გთავაზობთ სამშობიარო სახლის “იმედის კლინიკა” დირექტორის, პროფესორ დავით კობეშავიძეს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით

,,საკეისრო კვეთების მოხშირებას როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები გააჩნია. ობიექტური მიზეზები, თავის მხრივ, შეიძლება იყოს როგორც სომატური, ასევე სამეანო პათოლოგიები და მათი შეჯამებით საკეისრო კვეთა გარდაუვალი ხდება.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 20 წლის წინანდელი ქალი გაცილებით ჯანმრთელი იყო და გაცილებით მარტივად მშობიარობდა.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენი ეპოქის მოდის მონაპოვარი დაბალწელიანი ჯინსები არის ახალი თაობების მტერი, რადგან აღარ აძლევს გოგონას მენჯს განვითარების საშუალებას და იწვევს მის პათოლოგიას.

ამას ემატება არაჯანსაღი ცხოვრების წესი. მომავალი დედები სპორტიდან შორს დგანან, არასწორად იკვებებიან, ღამის ცხოვრებას მისდევენ, ბევრს ეწევიან ან პასიური მწეველები არიან. ყბადაღებული თემაა ასევე  ორსული ქალი და კომპიუტერი. ტვინის გადაძაბვა და უმოძრაობა ერთად ხომ საერთოდ საშინელებაა.

სწორედ ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე, ბევრი ორსული მიდის იმ ობიექტურ მიზეზებამდე, რაც საკესირო კვეთას გადაუვალს ხდის. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საკესიროთა მოხშირების ტენდეციაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური ასპექტი.

,,იმედის კლინიკაში” საორგანიზაციო საკითხთა ჯგუფმა გააკეთა მოკვლევა და აღმოჩნდა, რომ უფრო ხშირად საკეისრო კვეთა პაციენტის დაჟინებული მოთხოვნის გამო კეთდება. ხშირად ორსულებს აქვთ ხოლმე აკვიატებული შიში მშობიარობის მიმართ, რომელსაც აღრმავებს მშობლების და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

არსებობს საკესირო კვეთის აბსოლუტური და კომლექსური ჩვენებები. აბსოლუტურია ჩვენება, მაშინ, როდესაც დედის და ნაყოფის სიცოცლხეს საფრთხე ემუქრება და ფიზიოლოგიური გზით მშობიარობა წარმოსახვითაც კი შეუძლებელია. მაგალითად, პლაცენტის სრული წინმდებარეობა, აბსოლუტურად ვიწრო მენჯი და ა.შ.

დღეს, 21-ე საუკუნეში აბსოლუტური ჩვენებები საკმაოდ გაიზარდა. მათ რიცხვს მიეკუთვნება ნაყოფის არასწორი მდებარეობები: ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა, ნაყოფის ტერფებით წინმდებარეობა. კომპლექსური ჩვენებაა, როდესაც ორსულს გარდა სამეანო პათოლოგიისა აქვს საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, მხედველების სისტემის და სხვა პათოლოგიები.

ასეთ შემთხვევაში, ექიმები საკეისრო კვეთის გადაწყვეტილებას თავად ვიღებთ. ჩვენების არარსობობის შემთხვევაში საკესიროს გაკეთება ყოვლად გაუმართლებელია. ვთვლი, რომ დედისთვის და ახალშობილისათვის ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ აქვს.
 
საკეისრო კვეთის შედეგად მიღებული ახალშობილი ძალიან გავს გატუტუცებულ ბავშვს. ფიზიოლოგიური მშობიარობა 10-დან 12 საათამდე გრძელდება და ეს დრო საკმარისია, რათა ნაყოფი გახდეს ბრძოლისუნარიანი და ადაპტირება მოახდინოს გარემოსთან. სამწუხაროდ, ხშირად ექიმთან მოდის პაცინტი, როდესაც უკვე გადაწყვეტილი აქვს საკეისროს გაკეთება, რადგან ასე ურჩია დედამ, დედამთილმა, მეზობელმა, ბიძაშვილმა და ა.შ.

საკეისრო კვეთა მეტად რთული და გართულებების მხრივ საკმაოდ საშიში ოპერაცია გახლავთ. საკესირო კვეთას შეიძლება მოყვეს ტრომბო-ემბოლიური და სეპტიური  გართულებები. შეიძლება ჭრილობა დაჩირქდეს, დაიწყოს საშვილოსნოს ლორწოვანის ანთება, განვითარდეს ნაკერის უკმარისობა, საშვილოსნო დაინფიცირდეს და ამოსაღები გახდეს. ასევე შეიძლება გართულებები დაიწყოს ოპერაციის მსვლელობის დროსაც. კერძოდ სისხლდენები  და ახალგაზრდა გოგო დაემშვიდობოს საშვილოსნოს.

თუნდაც ყველაფერი კარგად დასრულდეს, საკეისრო კვეთის შემდგომ 2-3 წელი ორსულობა რეკომენდირებული აღარ არის. ასევე შეზღუდულია შვილოსნობა, რადგან საშვილოსნოს კუნთის რეგენერაცია დაუსრულებლად არ ხდება. ნაკეისრალ ქალს ნაწიბუროვანი საშვილოსნო რჩება. ნაწიბუროვან საშვილოსნოზე კი გართულებები გაცილებით მეტია.

საკეისრო კვეთა თუნდაც იმიტომ არის ცუდი, რომ დედა პირველ ხანებში მოკლებულია შვილთან ურთიერთობას. არ შეუძლია წამოდგომა, ბავშვის ხელში დაჭერა და მასზე ზრუნვა. შესაბამისად დედა-შვილობის ხაზი პირველივე დღეებში ირღვევა.

საკეისრო კვეთა ლაქტაციაზეც მოქმედებს. ზოგჯერ დედას ისეთი ძლიერი ტკივილები აქვს, ძუძუს საერთოდ ვერ აწოვებს ახალშობილს, რაც მკერდში რძის შეგუბების რისკებს ზრდის.

გეგმიური საკეისრო უმჯობესია დაინიშნოს მაშინ, როდესაც უკვე დაწყებულია სამშობიარო მოქმედება. განსაკუთრებით პირველ მშობიარეებში სარისკოა საკეისროს გაკეთება მძინარე საშვილოსნოზე, რადგან შესაძლოა საშვილოსნო საერთოდ ვეღარ შეიკუმშოს და მისი ამოღება გახდეს საჭირო. ამას ზოგიერთი ორსულის გათავხედებულ პატრონს ვერ ვაგებინებთ.

ხშირად ჩემი პოზიციის გამო მშობიარე დამიკარგავს. მირჩევნია მათ წინაშე მართალი ვიყო, ვიდრე მშობიარეთა რაოდენობას გამოვეკიდო და ჩემი კრედო დავარღვიო.

საკესირო კვეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინუსია ენდოტრაქეალური ნარკოზი. ცენტრალური ნევრული სისტემისათვის საძილე საშუალებების ის დოზა, რომელიც ერთი საათი მოქმედებს თავის ტვინზე, უკვალოდ არ ჩაივლის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი ერის გამრავლებსა და გაძლიერებისათვის, საკეისროთა წარმოება, სადაც აუცილებელი არ არის, დანაშაულის ტოლფასია!

 

საიტი: www.imediclinic.com

ელ-ფოსტა: imediclinic@gmail.com

ტელეფონი: 223-84-80, 223-85-80

მობილური: 592 11-95-32